logo
ENG



ჯარის ქმედებებზე "ფეიკნიუსის" გავრცელებისთვის რუსეთში 15-წლიანი სასჯელის შემოღებას აპირებენ

02 მარ 202218:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/02/o7hl6tuc9ixohgs.jpg

რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებებზე "ფეიკნიუსის" გავრცელებისთვის რუსეთში 15 წლით თავისუფლების აღკვეთის შემოღებას აპირებენ. ცვლილებები რუსეთის სახელმწიფო დუმაში უკვე დარეგისტრირდა.

"პირველი ნაწილი ზოგადია, რომელიც ეხება ასეთი ფეიკნიუსების დამზადებასა და გავრცელებას - გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თუ საქმიანობა ხორციელდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფში ან ადამიანთა ორგანიზებულ ჯგუფში, ინტერნეტისა და გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენებით, მაშინ სასჯელი უფრო დიდი - 5-დან 10 წლამდე იქნება. თუ პირი შეგნებულად ავრცელებს ტყუილ ინფორმაციას, რასაც საზოგადოებისთვის საშიში შედეგები მოყვა, მაშინ სასჯელი 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება", - განაცხადა ცვლილებების თანაავტორმა, დეპუტატმა ვასილი პისკარევმა.

ცვლილებების განხილვა და სამივე მოსმენით მიღება დუმის უახლოეს სხდომებზე იგეგმება.

"კანონში გვაქვს ხარვეზი, რომელიც სწორდება, რომ ასეთი ფაქტები სისხლის სამართლის გამოძიების საგანი უნდა იყოს. პირები, რომლებიც დაკავებულნი არიან ფალსიფიკაციით, უნდა დაისაჯონ, თან ყველაზე მკაცრი ზომებით, ვინაიდან ეს არის რეალურად უკრაინაში ჩვენი შეიარაღებული ძალების აბსოლუტურად სწორი და გასაგები ქმედებების დისკრედიტაცია", - თქვა პისკარევმა.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში ომს "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. ამასთან, მოითხოვს მედიებისგან, რომ ომის გაშუქებისას მხოლოდ რუსულ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ. 

"დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზით" რუსეთში

რუსეთში რადიოსადგური ეხო მოსკვი და ტელეარხი დოჟდი გათიშეს.

მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ეხო მოსკვის და დოჟდის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ეხო მოსკვის და დოჟდის მიერ განთავსებული მასალა "შეიცავს ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას". 


close დახურვა